სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, წინა წელთან შედარებით მგზავრთა ნაკადი 52 %-ით გაიზარდა. 2017 წლის ივლისში ქუთაისის აეროპორტი 49 629 მგზავრს მოემსახურა.
„რაც შეეხება ზრდას რეისების რაოდენობის მიხედვით, ზრდა ამ კუთხითაც ფიქსირდება. 2018 წლის ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 252 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 34 %-ით მეტია (2017 წლის ივლისი 188 რეისი).
2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 310 115 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33 %-ით მეტია“,- განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.
სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მგზავრთა ნაკადის ზრდას მომავალ თვეებშიც ელის.